21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს

18.07.25 15:16
21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს

21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში კი 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.

21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს-წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები