გდდ-ს თანამშრომელი აღიარებს, რომ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს აგინებდნენ

18.07.25 15:53
გდდ-ს თანამშრომელი აღიარებს, რომ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს აგინებდნენ

გდდ-ს თანამშრომელი აღიარებს, რომ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს აგინებდნენ - დღეს 8 პირის სასამართლო პროცესზე მოწმე ლაშა გელაშვილს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჰკითხა, უნახავს ან მოუსმენია, როგორ აგინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს.

თავდაპირველად მოწმე ირწმუნებოდა რომ მსგავსი არაფერი უნახავს, თუმცა მას შემდეგ, რაც სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ სხდომათა დარბაზში აღნიშნული ვიდეოს ჩართვა მოითხოვა, სადაც სპეცრაზმელების მხრიდან გინების და შეურაცმხყოფერლი ფრაზები ისმის, ლაშა გელაშვილს მოუწია ეღიარებინა, რომ აქციზე ნამდვილად "რობოკოპები" იგინებოდნენ.

ადვოკატი: დაზარალებულები რომ არიან მოქალაქეები, ნაცემები რომ არიან, გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ, ეს ადამიანები რომ დაზარალებულად აღმოჩნდებიან სასამართლოზე, როგორც ახლა თქვენ.

პროკურორი: ისე ამბობს, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყოს.

შოთა თუთბერიძე: არ გრცხვენიათ?!

ზვიად ცეცხლაძე: თქვენ მიერ წარმოდგენილ კადრებშივეა, რობოკოპი რომ ემუქრება მოქალაქეს გაუპატიურებით!

ვასილ კაძელაშვილი: არც ნაცემი ჟურნალისტები გინახავთ?

ზვიად ცეცხლაძე: თქვენ მაგალითად მოიყვანეთ დაზიანება წელს ქვემოთ მიიღეს ჩემმა კოლეგებმაო, საიდან იცით, ვიდეო ნახეთ?

მოწმე: მერე ვნახე ვიდეო.

ზვიად ცეცხლაძე:  სხვა ვიდეოებიც გინახავთ, სადაც პოლიციელები აგინებდნენ და აზიანებდნენ დემონსტრანტებს? გამოდის, არ ყოფილხარ ინფორმაციულ ვაკუუმში.

მოწმე: - მსგავსი არაფერი მინახავს.

ადვოკატი, დავით ჭიკაიძე:  ხომ დამიდასტურებთ, რომ რობოკოპების მხრიდან გადაღებული ვიდეოა, რადგან მოქალაქეები ჩანან.

მოწმე: კი ვადასტურებ.

ადვოკატი: ახლა ხომ მოისმინეთ რობოკოპის მხრიდან გინება?

მოწმე: კი ვადასტურებ.

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები