არ გრცხვენიათ, რა თანხა აიღეთ? - ანრი კვარაცხელიას დედის მიმართვა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას
არ გრცხვენიათ, რა თანხა აიღეთ? - ამ სიტყვებით მიმართა "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან ანრი კვარაცხელიას დედამ მოსამართლე ჯვებე ნაწყებიას, რომელმაც სინდისის პატიმარი დღეს 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა.
თეა გელანტიამ, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება თქვა, რომ მისთვის ძალიან მძიმე იყო იმ ციფრების გაგონება, რომელიც მოსამართლემ მის შვილს მიუსაჯა.
ანრი კვარცხელიას მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოსთვის იბრძვის და რგოროც ის, ასევე სხვა სინდიდის პატიმრები მალე აუცილებლად თავისუფლებაზე იქნებიან.
თეა გელანტია ასევე მიმართავს საქმის პროკურორსაც - "ქართველი კაცი ხარ და ფულის გულისთვის ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდე".
მოლოდინი მქონდა, რომ ჩემს შვილს მიუსჯიდნენ, რადგან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სამართალი ნაკლებად აინტერესებთ. ემოცია იყო, რომ ამ სიშორეზე ვარ და ძალიან ცუდი და მწარე იყო ჩემთვის ამ ციფრების გაგონება - 4 წელი და 6 თვე, თუმცა ანრიმ რომ დამირეკა ციხიდან, მან შემამზადა, დედა, ნუ გეშინია, ეს მხოლოდ ციფრებიაო. თითქოს მეც და ჩვენი ყველა დაკავებული ბიჭების დედები შევეგუეთ ამას, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება ასე. მინდა მოსამართლე ნაჭყებიას ვუთხრა - რატომ აიფარეთ ხელი? რატომ გახვედით უცებ? არ გრცხვენიათ, რა თანხა აიღეთ და ჩაიდეთ ჯიბეში? რა გააკეთეთ დღეს? 26 წლის ბიჭის ცხოვრებას ანგრევთ? ვერ დაანგრევთ! თქვენს სადიზმს ბოლო მოეღება, სულ ცოტა დრო უნდა. ასევე მინდა პროკურორს მივმართო, გრცხვენოდეს, ქართველი კაცი ხარ და ფულის გულისთვის ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდე. ადვოკატებს დიდი მადლობა მინდა გადავუხაო. ის ბიჭები, ვინც ახლა ციხეში არიან, ნამდვიალდ საამაყოები არიან და მე მიხარია, რომ ჩემი შვილია ისეთი საამაყო ბიჭების გვერდით რომ არის და იმ დიდი ოჯახის წევრი რომ გახდა". - თეა გელანტია.