პოლიციელების დაჭრის საქმე - მოსამართლე დადეშქელიანმა ხუთივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

18.07.25 16:05
პოლიციელების დაჭრის საქმე - მოსამართლე დადეშქელიანმა ხუთივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

პატიმრობა ხუთივე ბრალდებულს-სოფელ ხელთუბანში მომხდარი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებულები ცოტა ხნის წინ მოსამართლემ  წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია, ამიტომ  სხდომა მედიისთვისაც დახურული იყო.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და განმარტავს, რის გამო დაიწყო ადგილზე დაპირისპირება. 

დაკავებულების ადვოკატი 4 ბრალდებულის შემთხვევაში 10 ათას ლარიან გირაოს, ხოლო ერთის შემთხვევაში 20 ათას ლარინა გირაოს, თუმცა, შუმადგომლობა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა არ დააკმაყოფილა და ისინი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან, მისცეს განმარტება, რა და როგორ იყო, თუმცა, სასამართლომ მათი და არც დაცვის ხმარის პოზიცია არ გაითვალისწინა. არანაირად არ ძალადობდნენ, წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ხელს არ უშლიდნენ, დაპირისპირება მოყვა იმას, რომ  ბავშვი იყო არასრულწლოვანი, მართვის მოწმობის გარეშე საჭესთან. მივიდა პოლიციელი აგესიული ტონით, ამას მოჰყვა შელაპარაკება, რაც შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რადგან ესენი სულ არ იყვნენ იმ ადგილზე, -განაცხადა ადვოკატმა, მამუკა მიროტაძემ.

საწინააღმედგოს ამბობს საქმის პროკურორი,  ომარ ხორგუაშვილი და აცხადებს, რომ დაკავებულებიდან 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაშია ბრალდებული, 3 კი წინააღმეგობის გაწევაში.

ორ ბრალდებულს, მათ შორის არასრულწლოვანს, ედება ბრალი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, ხოლო სამს პოლიციის წინააღმდეგობაში ძალადობის გამოყენებით. პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, რაც ერთ-ეთმა ბრალდებულმა სცადა, ცულის გამოყენებით, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა. პოლიციის თანამშრომლებმა, კანონის თანახმად, გამოიყენა იარაღი და განახორციელა ჰაერში გასროლა. გასროლა იყო მხოლოდ და მხოლოდ გამაფრთხილებელი და არავინ დაშავებულა. წინააღმდეგობა იყო საკმაოდ აგრესიული, საჭირო გახდა სხვა პოლიციელების მისვლა ადგილზე, რომელთა სიცოცხლის მოსპობის მცდელობაც განხორციელდა შემდეგ. სანქცია- რაც შეეხება პოლიციის წინააღმდეგობას ითვალისწინებს  5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეათს, ხოლო პოლიციელის სისოცხლის მოსპობას 16-იდან 20 წლამდე  პატიმრობას- განაცხადა პროკურორმა ომარ ხორგუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა, სამი მათგანი კი დაჭრეს. 

შსს-ს განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაარკვიეს, რომ ავტომობილს მართავდა მართვის მოწმობის უფლების არმქონე არასრულწლოვანი, რომელმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.