სინდისის პატიმარი ნასამართლევმა მოსამართლემ გაასამართლა და ციხეში გაუშვა
ნასამართლევმა მოსამართლემ ანრი კვარაცხელია ციხეში 4.5 თვით გაუშვა. ჯვებე ნაჭყებიას ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ 26 წლის ბიჭმა მხოლოდ ის თქვა რომ "ყველას ყველაფერი მოეკითხება". ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებას მოისმენდა ბრალდებულმა კვარაცხელიამ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
ამ სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფი სინდისის პატიმრების მშობლები ახალგაზრდა ბრალდებულს უხსნიდნენ, რომ დღეს ყველა ანრის დედა იყო. 30-კაციან დარბაზში დღეს მოსამართლის, პროკურორის, ბადრაგების და სამი მანდატურის გარდა ყველა ტიროდა.
ანრი კვარაცხელიას გამოძიება ე.წ მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლას ედავება, თუმცა ამ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მთავრი მტკიცებულება პროკურატურის მიერ საქმეში ჩადებული 16 წამიანი ვიდეო მასალაა, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ ჰაბიტოსკოპიური კვლევისთვის უვარგისია.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში
[ფოტო: არქივიდან]