ექიმების შესაძლო დაუდევრობა - კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურას მიმართვს

07.10.21 10:44
ექიმების შესაძლო დაუდევრობა - კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურას მიმართვს

covid 19-ით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის, მამა შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურას დღეს მიმართავს და კონკრეტულ მტკიცებულებებსაც წარადგენს. 

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა  დაგვიანებულ რეაგირებას და ექიმების არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.

20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები