"რომ მომისაჯეს, წამოვხტი, YES-მეთქი. შემოგხედეთ და ეგრევე დავჯექი. ტიროდით! გესმის? ტიროდით! არადა, გთხოვეთ არ იტიროთ" - საბა ჯიქია

18.07.25 22:16
"რომ მომისაჯეს, წამოვხტი, YES-მეთქი. შემოგხედეთ და ეგრევე დავჯექი. ტიროდით! გესმის? ტიროდით! არადა, გთხოვეთ არ იტიროთ" - საბა ჯიქია

"რომ მომისაჯეს, წამოვხტი, YES-მეთქი. შემოგხედეთ და ეგრევე დავჯექი. ტიროდით! გესმის? ტიროდით! არადა, გთხოვეთ არ იტიროთ" - ამის შესახებ წერილში სინდისის პატიმარი საბა ჯიქია წერს. 

წერილს ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს

მეც მიყვარხართ ყველანი. მესმის რთულია იმის ყურება, როგორ უსჯიან უდანაშაულო ბავშვს 4 წელსა და 6 თვეს. უსამართლოდ-აბსურდულად. მაგრამ სხვას რას უნდა ველოდოთ ამათგან? P.S მე მაგარ “ხოდზე” ვიყავი პროცესზე. 

რომ მომისაჯეს, წამოვხტი, YES-მეთქი. შემოგხედეთ და ეგრევე დავჯექი. ტიროდით! გესმის? ტიროდით! არადა, გთხოვეთ არ იტიროთ, ჩემსავით „გეკაიფათ” მოცემული სიტუაციით, მარა... მაგარი ხალხი ხართ... ბევრი არც დამრჩა. 4 წელი და 6 თვე მომცეს, აქედან, 8 თვეა ვზივარ, საპატრიარქო 1 დღეს მაკლებს, შაბათ-კვირას თუ დაემთხვა გათავისუფლება პარასკევს 2 დღით ადრე გამიშვებე. ანუ, 3 წელი 9 თვე და 27 დღეც და ეგაა," - წერს საბა ჯიქია. 

ცნობისთვის, 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.