"ძალიან ცოტა დარჩა სიმართლემდე" - ჯონი კვარაცხელიას მიმართვა სინდისის პატიმრებს
"ძალიან ცოტა დარჩა სიმართლემდე... როგორც ჩემი ანრი მიყვარს, ისე მიყვარხართ ყველა," - ამ ტიტყვებით სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას, მამამ ჯონი კვარაცხელიამ პოლიტიკურ პატიმრებს მიმართა.
მისი თქმით, "რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს სიმართლე არასდროს არ დაიკარგება".
ყველას მოგმართავთ. გამძლეობა მინდა გისურვოთ, რა თქმა უნდა გამძლეობა გაქვთ იმიტომ, რომ თქვენ უიკვე გამგიმუშავდათ ის აზრი და გონება, რომ სიმართლის გულისთვის ზიხართ. ეს ყველაფერი გონებიდან გამომდინარე უნდა იყოს მსუბუქი თქვენთვის და იქნება კიდეც, ძალიან ცოტა დარჩა სიმართლემდე. მაგრად დადექით. არ აყვეთ არანაირ შანტაჟს, არ აყვეთ არანაირ უაზრო საუბარს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს.
სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი ხართ, სიმართლისთვის საუბრობთ, სიმართლით საუბრობთ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს სიმართლე არასდროს არ დაიკარგება.
ბიჭებო გისურვებთ წარმატებას, მე თქვენს გვერდით ვარ. რა უნდა დაუმატო იმ ადამიანს, რომელიც არის 4 კედელში გამოკეტილი? - მიყვარხართ გულით და სულით. როგორც ჩემი ანრი მიყვარს, ისე მიყვარხართ ყველა.
სიმართლე არის ბიჭების მხარეს, ეს სიმართლე მალე გაირკვევა," - განაცხადა ჯონი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, ნასამართლევმა მოსამართლემ ანრი კვარაცხელია ციხეში 4.5 თვით გაუშვა.
ანრი კვარაცხელიას გამოძიება ე.წ მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლას ედავება, თუმცა ამ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მთავრი მტკიცებულება პროკურატურის მიერ საქმეში ჩადებული 16 წამიანი ვიდეო მასალაა, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ ჰაბიტოსკოპიური კვლევისთვის უვარგისია.