თბილისი საპროტესტო აქციისთვის ემზადება
დღეს თბილისში პროტესტის დღეა - მოქალაქეები შეკრებას საღამოს 19:00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტთან გეგმავენ. მთავარი მოთხოვნა სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა. მოქალაქეები ამბობენ რომ ვიდრე ხალხის მოთხოვნები არ შესრულებდა, არ შეიძლება" ოცნებამ" თავი კომფორტულად იგრძნოს.
დღევანდელ საპროტესტო შეკრებას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც - ოპოზიცის ის ნაწილი, ვინც ფიქრობს რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეცდომაა და საჭიროა სრული ბოიკოტი. ქუჩებში იდგებიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სიდნსის პატიმრების მშობლებიც.
"ე.წ. თვითმარქვია ხელისუფლება სუსტდება, ვხედავთ შიგნით მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ არიან ერთმანეთზე დარეული, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ პროტესტი შევინარჩნოთ ნებისმიერ. ჩვენს პროტესტზე არის რეალურად მიბმული საერთაშორისო მხარდაჭერა და ვხედავთ როგორ არი გაქტიურებული ევროპარლამენტი, ევროკომისია და როგორ ხდება თითოეული ქვეყნების მიერ სანქციების დაწესება", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.