ვფიქრობ, სანქციების ტალღა გაგრძელდება - ეკა გიგაური

19.07.25 12:27
ვფიქრობ, სანქციების ტალღა გაგრძელდება - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამწვრივალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტროი, ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიც დაწესებენ სანქციებს.

გიგაური ამბობს, რომ დასავლეთში ძალიან კარგად იციან, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ უკანონო დავალებებს ასრულებენ.

მისივე განცხადებით, როგორც წესი, სანქციების ტალღა იწყება ხოლმე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ამის შემდეგ, ამას უკვე მოჰყვება სანქციები ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიდან.

დასავლეთში ძალიან კარგად იციან, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ უკანონო დავალებებს ასრულებენ - ვინ არიან ის პროკურორები, ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არიან ჩართულები და მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ვის რა რაოლი აქვს. გასაგებია, რომ ყველაფრის თავში დგას ივანიშვილი, თუმცა, მას ჰყავს აღმსრულებლები და ეს აღმსრულებლებიც სანქცირდებიან სხვადასხვა ქვეყნებსი მიერ. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება და თუკი შევხედავთ ჩვენ უახლოეს წარსულს, ჩვენ დავინახავთ, რომ როგორც წესი, სანქციების ტალღა იწყება ხოლმე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ამის შემდეგ, ამას უკვე მოჰყვება სანქციები ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიდან". - აცხადებს ეკა გიგაური.

ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქე დაასანქცირა - სანქცირებულთა შორის არიან ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებზე მუშაობენ.

შეზღუდვები დაუწესდათ  “ქართული ოცნებისა” და მისი განაყოფის “ხალხის ძალის” დეპუტატებს. 

აღსანიშნავია, რომ სანქცირებულთა სიაში არიან სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისის წევრები.