რას ამბობს "პირველებთან" გორის მერის მოადგილე, რომელსაც ამერიკის ვიზა გააუქმეს

19.07.25 15:24
რას ამბობს "პირველებთან" გორის მერის მოადგილე, რომელსაც ამერიკის ვიზა გააუქმეს

"პირველების" ინტერვიუ გორის მერის მოადგილესთან, რომელსაც ამერიკის ვიზა გააუქმეს - თამაზ შიოშვილი "პირველებს" უყვება, რომ შტატებმა არჩევნების გაყალბების შესახებ გავრცელებული ბრალდებები არ აპატია. 

შიოშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღო მისმა ცოლმა შეტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვიზის გაუქმების შესახებ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდა, 24 ნოემბერი იყო თუ არ ვცდები , ამის მერე რაღაც სპექტაკლი დამიდგეს, რომ თითქოს, მე და თემურ ხუბულოვმა გავაყალბეთ გორში არჩევნები და ერთ კვირაში მოუვიდა ჩემს მეუღლეს შეტყობინებრა, რომ თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ტურისტული ვიზითო. ჩემს მეულეს თუ გაუუქმეს, ჩემიც გაუქმდებოდა". - აცხადებს თამაზ შიოშვილი

გორის მერის მოადგილემ თავდაპირველად ამერიკის ვიზის გაუქმებსი შესახებს სოციალურ ქსელში თავად დაწერა.