"სადგურის მოედანზე" სახლის ჩამონგრევის საფრთხეებზე მერიას მისივე ლაბორატორია აფრთხილებდა - რატომ არ გაითვალისწინეს?
40 წლის კაცი, რომელიც "სადგურის მოედანზე" ნგრევას ემსხვერპლა, საბედისწერო დღეს, 14 ივლისს დათო ბართაია ბაზარში იმყოფბოდა, რომ რამდენიმე საათში ახალ ბინაში ახალსახლობა ეზეიმა.
დედაქალაქის მერია ადამიანების სიკვდილზე პასუისმგებლობას იხსნის, თუმცა "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, სადაც მერიის მუნიციპალური ლაბორატორია თავად წერდა ამჟამად ჩამონგრეული შენობის ჩამონგრევის საფთხეებზე.
2023 წლის იანვარში დათარიღებულ დოკუმენტში ერწრა, რომ შენობაში სასწრაფოდ გამაგრებითი ან აღდგენითი სამუშაობი იყო ჩასატარებელი.
ოპოზიცია სვამს კითხვას, თუ სიცოცხლისთვის საშიში შენობიდან მობინადრეები ვერ გამოჰყავდათ, მაშინ რატომ არ მოხსნეს შენობის ის ფრაგმენტები, რომელსაც მეტრიანი ბზარები ჰქონდა.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ დედაქალაქში 10 000 შენობაა, სადაც ცხოვრება საშიშია.