"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების მშობლები და აქტივისტები კახეთში გაზეთებს არიგებენ

20.07.25 13:28
"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების მშობლები და აქტივისტები კახეთში გაზეთებს არიგებენ

სინდისის პატიმრების მშობლები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს კახეთში, კონკეტულად კი სიღნაღში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივებს გაზეთ „თავისუფლების ხმა ციხიდან“ ურიგებენ. 

გამოცემა აერთიანებს წერილებს იმ ადამიანებისგან, ვისაც საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. გაზეთში ასევე პატიმრების მშობლების სათქმელიც წერია. 

სინდისის პატიმრების მშობლები ამბობენ, რომ კამპანიის მიზანია ინფორმაციის გავრცელება იმ პირობებში, როცა "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებად მედიას რეალური ამბების გაშუქება არ სურს.

არ არსებობს არცერთი პიროვნება, რომელიც უარს აცხადებს გაზეთის მიღებაზე. ძალიან უხარიათ. დიდი ალბათობით, წაიკითხავენ, გაეცნობიან ინფორმაციებს, თუ რა ემოციებია, რა ხდება ციხეებში, რატომ არიან დაჭერილები, მათი ოჯახიების გზავნილები საზოგადოების მიმართ. ძალიან ბევრი ადამიანი პროპაგანდის მსხვერპლია, როგორც უკვე აღვნიშნე და ამ პროპაგანდის გადატეხვისთვის საჭიროა რეალურის, ობიექტური და სამართლიანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.