ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ქალს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა - შსს-მ 24 წლის კაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ადევნება, მუქარა და პირადი მონაცემების უკანონო გამოყენება ედება.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ქალთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მას სისტემატიურად უთვათვალებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ასევე ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. ბრალდებულმა მუქარა განახორციელა დაზარალებულის ოჯახის წევრების მიმართაც, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს:
-
151-ე პრიმა (ადევნება)
-
157-ე მუხლი (პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება)
-
151-ე მუხლი (მუქარა)
დანაშაულები 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.