გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. 20 ივლისის საღამოდან 22 ივლისის დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე, თუმცა ზოგან ძლიერი წვიმა და ელჭექი. მაღალმთიან ზონებში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნალექებმა მცირე მდინარეებზე წყლის სწრაფი მატება გამოიწვიოს, გორაკიან და მთიან ზონებში კი მეწყერსა და ღვარცოფს ხელი შეუწყოს.
სააგენტოს შეფასებით, ამინდის ცვლილებისგან გამოწვეული საფრთხის დონე საშუალოა.