"ოცნების" მინისტრი და ციხეების უფროსი პატიმრების დადგმული სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ
"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და ციხეების უფროსი 16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლის „ლამანჩელის" პრემიერას დაესწრნენ. ამის შესახებ პენიტენციური სამსახური იუწყება.
სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობდა.