გურიაში მომხდარი სტიქიიდან 5 თვე გავიდა - მოსახლეობა დახმარებას ამ დრომდე ელოდება
სტიქიიდან 5 თვის თავზე ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მერები
შესყიდვების სააგენტოს თხოვნით მიმართავენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის წესით, ერთ პირთან მოლაპარაკებით მილიონობით ლარის ხელშეკრულება გააფორმონ.
„პირველების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ დაზარალებულების ზარალი არც დათვლილა და მათი მდგომარეობა ადგილზე არც შესწავლილა. თვეების განმავლობაში ისინი დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ, სადაც წყალი ჩაედინება და ქონებას აზიანებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება დახმარებას განზრახ აჭიანურებდა, რათა სტიქიით დაზარალებული ოჯახების გულის მოგება წინასაარჩევნოდ ეცადა. პოლიტიკოსების თქმით, ეს დოკუმენტები მოწმობს, რომ მმართველი პარტია ბიუჯეტის სახსრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.