15 მლნ-ზე მეტი მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის - ტენდერში გამარჯვებული კომპანია დამატებით ფულს ითხოვს

20.07.25 20:44
15 მლნ-ზე მეტი მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის - ტენდერში გამარჯვებული კომპანია დამატებით ფულს ითხოვს

მეტრო ვარკეთილში სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანია დამატებით ფულს ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ საწყის ეტაპზე დაანგარიშებული თითქმის14 მილიონი რეაბილიტაციის დასასრულებლად
საკმარისი არ არის და თბილისის მერიამ კიდევ დამატებით 2 მილიონი ლარი უნდა გამოყოს. 

სამშენებლო კომპანია „ბადა კონსთრაქშენის“ მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე წლის წინ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია შესაცვლელია. მიზეზი არასრულად ჩატარებული ექსპერტიზაა. შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ ჩატარებულმა ხელახალმა ექსპერტიზამ
დაადგინა, რომ საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც თავდაპირველხელ შეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სფეროს ექსპერტები საუბრობენ, რომ საქმე გვაქვს არაპროფესიონალურად დაგეგმილ სამუშაო პროცესთან. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა სწორად და დროულად ჩატარდებოდა, მეტროს რეაბილიტაციის პროცესი არ გაჭიანურდებოდა. 

თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ კორუფციის მკვლევარები.
მეტროს რეაბილიტაციის გაჭიანურებულ პროცესში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ და სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებენ. ­­­
 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.