"ოცნება" აიტი სექტორში დასაქმებულებს ბინადრობას უმარტივებს - კანონი რუსებისთვის?
იქცევა თუ არა ახალი კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშუალებად, რომ საქართველოში ცხოვრების გრძელვადიანი უფლება მიიღონ? "ოცნების" პარლამენტი ემზადება, რომ აიტი სექტორში დასაქმებულებს ბინადრობის მიღება გაუმარტივოს.
საქართველოში აიტი კომპანიების 56% რუსულია, ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ არა რუსებისთვის საქმის გამარტივება, რაში სჭირდებათ ახალი კანონი? IDF-მ შეისწავლა მონაცემები, რომელიც ეკონომიკაზე აიტი სფეროს გავლენას ასახავს.
საქართველოში აიტი სექტორში ბუმი 2022 წლიდან იწყება. ამას სტატისტიკა ყველაზე უკეთ აჩვენებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერთდროულად თითქმის 15 ათასი ახალი აიტი კომპანია გაჩნდა - 10-ჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს, თითქმის 10 ათასი 2023 - ში. ასე იქცა ქვეყანა კომპიუტერული ტექნოლოგიების ჰაბად. გადასახადს ცოტას იხდიან, ამით სახელმწიფო სარგებელს ვერ იღებს, მაგრამ სამაგიეროდ, "ქართულ ოცნებას" აიტი სექტორის ხარჯზე შეუძლია, ხალხს უთხრას, რომ ეკონომიკა იზრდება და ყველაფერი კარგადაა.
ეკონომიკური კრიზისის, იზოცლაციის და სანქციების ფონზე "ქართულ ოცნებას" სულ უფრო სჭირდება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს. ამისთვის კარგი საშუალებაა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დასაქმებული მიგრანტები. ამიტომაც, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდი მზად არის ეკონომიკური მანიპულაციისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და რისკების მიუხედავად, ბინადრობის უფლება რუსებზე ჩამოარიგოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.