მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! - დიდი პროტესტის დღე თბილისში
მხოლოდ თავისუფალი არჩევნები, უარი რუსულ სპეცოპერაციას! - თბილისის ქუჩებში ამ ლოზუნგით ათასობით ადამიანი გამოვიდა. 8 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსლელობაზე ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია გახმაურდა: პარტიები რეგიონებში გადიან იმისთვის, რომ თითოელ მოქალაქეს აუხსნან, რატომ არ უნდა მიიღოოს ოპოზიციამ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებული მსვლელობა რუსთაველზე დასრულდა. იქ, სადაც უკვე 234 დღეა უწყვეტი პროტესტი მიდის, პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სინდისის და პოლიტპატიმრების ციიხეებიდან გამოხსნა დაა ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაა მხოლოდ "ოცნების" არაღიარებითაა შესაძლლებელი.
ცენტრალურ გამზირზე დაპატიმრებული შვილების სახელით იდგნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. 234 დღესაც რუსთაველი ბრძოლის მთვარი ეპიცენტრია. პატიმრების ოჯახის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ღალატის ტოლფასია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვიის რეპორტაჟში.