ომბუდსმენის აპარატის უახლეს ანგარიშებში დასტურდება, რაზეც ახობაძე საუბრობს, ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე - ბურჯანაძე
ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე, რაზეც რამდენიმე კვირაა სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე საუბრობს, ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის უახლესი ანგარიშებითაც დასტურდება - როგორც იურისტი, ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, 2024 წლის ზაფხულში ჩატარებული გლდანის ციხის მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ ხელოვნური ვენტილაცია არ ფუნქციონირებდა დაწესებულების სამარტოო საკნებსა და შიდა კლასიფიკაციის საკნებში.
რამდენიმე დღეა George Akhobadze დეტალურად საუბრობს ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე. ვისაც ციხეში მონიტორინგი ჩაგვიტარებია, ძალიან კარგად ვიცით რომ ეს სიმართლეა. წლებია ესე გრძელდება სამწუხაროდ.
სახალხო დამცველის აპარატის ბოლო, უახლეს ანგარიშებს გიზიარებთ, რაც გიორგის ნათქვამს ადასტურებს:
2024 წლის ზაფხულში ჩატარებული გლდანის ციხის მონიტორინგის ანგარიშში წერია:"ხელოვნური ვენტილაცია არ ფუნქციონირებდა დაწესებულების სამარტოო საკნებსა და შიდა კლასიფიკაციის საკნებში. ხელოვნური ვენტილაცია არ იყო საკმარისი დაწესებულების საცხოვრებელ და ე.წ უსაფრთხო საკნებში. არასაკმარისად ხორციელდებოდა ხელოვნური ვენტილაცია დეესკალაციის ოთახებშიც."
"ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის აპრილის თვეში საცხოვრებელ საკნებში დამონტაჟდა ახალი გამწოვი სისტემა, თუმცა ეს სისტემა საკმაოდ სუსტად მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო ვენტილაციას."
https://ombudsman.ge/res/docs/2024110414211456102.pdf გვ 92023 წლის NPM-ის წლიური ანგარიში:
N2, N5, N8, N14, N15 დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების დროს, პატიმართა საცხოვრებელ საკნებში არ ფუნქციონირებდა ცენტრალური ხელოვნური სავენტილაციო სისტემა. 2023 წელს ამავე დაწესებულებების პატიმართა საცხოვრებელ საკნებში ასევე არ დამონტაჟებულა კონდიციონერები, რაც პატიმრებს ტემპერატურის დარეგულირების საშუალებას მისცემდა. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბება, ასევე უკვე არსებულის გამწვავება და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
https://ombudsman.ge/res/docs/2024053014473115290.pdf სქოლიო 30მადლობა გიორგი ახობაძეს, ის რაზეც საუბრობს რამდენიმე დღეა, წლებია მონიტორინგის ანგარიშებშია აღწერილი და მნიშვნელოვანია ეს ბევრმა ადამიანმა ნახოს და გაიგოს. გიორგი ამით ძალიან ბევრ პატიმარს ეხმარება", - წერს გიორგი ბურჯანაძე.