პირველი კადრები ბინიდან, რომელიც ხანძარმა ფერფლად აქცია

07.10.21 12:29
პირველი კადრები ბინიდან, რომელიც ხანძარმა ფერფლად აქცია

ძლიერი ხანძარი ვარკეთილში - ტვ პირველის კამერა იმ ბინაში შევიდა, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა. 

"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, ყველაფერი ფერფლადაა ქცეული. 
საყოფაცხოვრებო ნივთები კი მიმოფანტულია. 

გამოძიება არკვევს, რამ გამოიწვია უბდური შეთხვევა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად უსაფრთხოა საცხოვრებელი კორპუსი. 

ადგილზე "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებს ელოდებიან - წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, მიზეზი სავაურაუდო დაუდევრობა გახდა.

ბოლო ინფორმაციით, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

აფეთქება ვარკეთილის ზემო პლატოზე, მე-16 კორპუსში, მოხდა.