ყიფშიძის ქუჩაზე "ორი ნაბიჯის" და "ნიკორას" მაღაზიები გატეხეს - რა ხდება ადგილზე?

21.07.25 11:17
ყიფშიძის ქუჩაზე "ორი ნაბიჯის" და "ნიკორას" მაღაზიები გატეხეს - რა ხდება ადგილზე?

თბილისში ერთ ღამეში ერთ ქუჩაზე ორი მაღაზია გატეხეს. გაძარცვულია "ორი ნაბიჯი" და "ნიკორა". შემთხვევა გამთენისაას, 6 საათისთვის მოხდა.

ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტებში დასაქმებულებს დილით შუშის კარი ჩამსხვრეული დახვდათ. მძარცველები ფულს ეძებდნენ, მაგრამ სალარო ცარიელი დახვდათ.

"ნიკორაში" საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექსპერტ კრიმინალისტებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. 

როგორც მარკეტის თანამშრომლები "პირველებთან" ამბობენ, მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაძარცვეს. 

მაღაზიის თანამშრომლები ზარალს ამ წუთებში ითვლიან.