ადვოკატები: ივანიშვილს არაფერში სჭირდება სასამართლო დარბაზებში ადამიანები, ვინ სისტემას ამხელენ - "ოცნების" უარი ეუთო/ოდრს
"ოცნების" უარი ეუთო/ოდრს პოლიტიკური პატიმრების მონიტორინგის განხორციელებაზე - ადვოკატები, რომლებიც უკვე თვეებია სინდიდის პატიმრებს იცავენ, ამბობენ, რომ ივანიშვილს არაფერში სჭირდება სასამართლო დარბაზებში ადამიანები, ვინ სისტემას ამხელენ. ბექა ბასილასიას თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა სასამართლო დარბაზების დაკეტვა მედიისთვიდა ვიდეოგადაღების აკრძალვა.
ამის გაგრძელებაა ახლა დამკვირვებლების გამოყრა - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად აკოპირებს რუსულ პრაქტიკებს სასამართლოსთან და ზოგადად, ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მას არაფერში სჭირდება სასამართლო დარბაზში ადამიანები, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას აწარმოებს, კვლევებს მოამზადებს და ამხელს უსამართლო სისტემას. ტალღა იყო, რომ მედია გამოყარეს დარბაზიდან, ამის გაგრძელებაა ახლა დამკვირვებლების გამოყრა", - ამბობს ბექა ბასილაია.
ადვოკატ არჩილ ჭავჭანიძის თქმით, "ოცნებას" არ აწყობს პროცესებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა ცრუ მოწმეებს მოუსმინონ და ნახონ, რომ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ სინამდვილეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
ოდირის წარმომადგენლები ნახავდნენ სასამართლო დარბაზში იმ ცრუ მოწმეებს, დაზარალებულ პოლიციელებს, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ კონკრეტულ ბრალდებულს მათ მიმართ არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას არ გამოუწვევია მათი დაზიანება. ოდირის წარმომადგენლები ნახავდნენ იმას, რომ როდესაც გამომძიებლები ახდენენ დათვალიერებას სხვადასხვა ვიდეომასალის და სხვადასხვა მტკიცებულების, ის ვალდებულია, რომ დასკვნაში ასახოს ის, რაც რეალურად იყო. ნახავენ იმას, რომ ეს სამართალდამცავები არ ასახავენ ობიექტურად და რეალურად რა მოხდა. მაგალითად ნახავდნენ ექსპერტებს, რომლებიც მოსულები არიან სასამართლოში და მაგალითად, ვეფხია კასრაძესთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ექსპერტმა თვითონ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ეს ვიდეომასალა არის დამონტაჟებული, რის შესახებაც მაგალითად დასკვნაში საერთოდ არ ეწერა", - აცხადებს ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე.
ეუთო/ოდირის წარმომადგენლების პროცესებზე დასწრების შეზღუდვა, ვერავითარ შემთვევაში ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ შეზღუდვად - აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
მათი პროცესებზე დასწრების შეზღუდვა, ვერავითარ შემთვევაში ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ შეზღუდვად. საჯაროობის პრინციპი ირღვევა ნებისმიერი რამით, მათ შორის იმით, რომ ვიდეოტრანსლირების საშუალება არ აქვს მედიას. ბუნებრივია, საჯაროობის პრინციპის განუყოფელი ნაწილია მათ შორის ის, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა", - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე "ოცნება" ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს - ამის შესახებ ინფრომაციას იურისტი, ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ავრცელებს.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი, თუმცა დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.