"კრიმინალური ავტორიტეტი" დერქან ბაშირი გუშინ ღამით ბათუმში შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა, 5 გასროლა იყო" - ბაკურიძე

21.07.25 11:47
"კრიმინალური ავტორიტეტი" დერქან ბაშირი გუშინ ღამით ბათუმში შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა, 5 გასროლა იყო" - ბაკურიძე

"კრიმინალური ავტორიტეტი" დერქან ბაშირი გუშინ ღამით ბათუმში შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა" - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამველი თამაზ ბაკურაძე ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა ყოფილი სასტუმრო "რამადას" ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც ბაკურაძე წერს, შავი ფერის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთი გასროლა მოახდინეს.

თუ დამნაშავეები მართლაც თურქი კრიმინალები არიან, საქმე შესაძლოა საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფთან გვქონდეს - წერს ბაკურიძე. 

ზედიზედ 3 დღის განმავლობაში მეორე  გასროლა ბათუმის ცენტრში . წუხანდელი ინციდენტი ...გამართლდა ჩემი პროგნოზი — გუშინ ღამით, გვიან, ბათუმში , ყოფილი სასტუმრო 'რამადას' ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად კაზინოს ფუნქციას ასრულებს, კრიმინალური ავტორიტეტი დერქან ბაშირი  თავისი სტუმრების მასპინძლობისას შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა. ეზოს მხრიდან, შავი ფერის ავტომობილიდან სავარაუდოდ თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთი გასროლა მოახდინეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ფაქტი აშკარად მიუთითებს კრიმინალური დაპირისპირების სერიოზულ ესკალაციაზე. დიდი ალბათობით, მომხდარს გაგრძელება ექნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე ქალაქისუსაფრთხოების იმიჯს.

აღნიშნული ინციდენტი შესაძლოა შეფასდეს როგორც გაუარესებული კრიმინოგენული გარემოს გამოხატულება, რაც მიუთითებს ძალადობრივი ჯგუფების გავლენის ზრდაზე.

თუ დამნაშავეები მართლაც თურქი კრიმინალები არიან, საქმე შესაძლოა საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფთან გვქონდეს, რაც დამატებით საგანგაშოა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

საჯარო სივრცეში გახმაურებული და ძალადობრივი შეტევა სამართლებრივად ითვალისწინებს ცდას განზრახ მკვლელობაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულებრივ ქმედებად ითვლება.

საზოგადოებრივი ემოციური მდგომარეობა: მსგავსი ფაქტები ქმნიან შიშის, დაუცველობის და უნდობლობის გარემოს მოქალაქეებს შორის. ადამიანები გრძნობენ, რომ კრიმინალური დაპირისპირება მათ უშუალო გარემოში მიმდინარეობს.

ქვეყნისა და ქალაქის პრესტიჟი: საერთაშორისო მედიისთვის ცნობილი გახმაურებული კრიმინალური ინციდენტები აზიანებს ტურიზმს, და ზოგადად საქართველოს, იმიჯს როგორც უსაფრთხო ტურისტული და საინვესტიციო დანიშნულების ადგილის.

სამომავლო შედეგები: თუ ეს ტენდენცია არ შეიზღუდა და სამართალდამცავებმა არ გაატარეს მკაცრი რეაგირება, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველო გადასვლას დაიწყებს მაღალი რისკის ზონად — როგორც მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ბიზნესპარტნიორებისთვის", - წერს ბაკურიძე. 

"პირველები" დაინტერესდა, ამოიღო თუ არა გამოძებამ კამერის ჩანაწერები ბაშარის სასტუმროდან, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაცაის ამ საკითხზე საუბარი არ სურს. კითხვებს არ პასუხობენ არც ახლომდებარე სასტუმროებში - მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პოლიციას მათთვის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არ მოუთხოვია.