ეკომიგრანტები, რომლების სამგორში, მიტოვებულ შენობაში შესახლდნენ, შენობიდან გამოიყვანეს და ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს

21.07.25 15:48
ეკომიგრანტები, რომლების სამგორში, მიტოვებულ შენობაში შესახლდნენ,  შენობიდან გამოიყვანეს და ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს

ხმაური იყო ცოტახნის წინ სამგორში, გიორგი მუხაძის ქუჩაზე. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ეკომიგრანტები დროებითი ჩასახლებიდან გამოიყვანეს და ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

 ხულოდან იძულებით წამოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ ღამის გათევა ქუცაში მოუწევთ. ისინი ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ.

საუბარია, 12 ოჯახზე, რომლებიც თბილისის გარეუბანში მდებარე მიტოვებულ შენობაში ერთი კვირის წინ შესახლდა.

მერიის თანამსრომლები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საშიშია, ამიტომ დემონტაჟის სამუშაოებიო უნდა ჩაატარონ.