მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, გიორგი ტერიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

21.07.25 16:52
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, გიორგი ტერიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესზე.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, გიორგი ტერიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, სინდისის პატიმარმა მოწმეს, კრიმინალური პოლიციიის თანამშომელ გიორგი ჩხეიძეს ჰკითხა, იყო თუ არა ფხიზელი და რატომ საუბრობდა აგრესიულად, რასაც დარბაზში სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. 

ბრალდებულის გაღიზიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავმა ჩვენებამ გამოიწვია.  იგივე კითხვა მოწმეს თავდაპირველად ანდრო ჭიჭინაძემ დაუსვა. 

მოსამართლის ამ გადაწყვეტილები, გიორგი ტერიშველი საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებს. 

ბრალდებულების მხრიდან მოწმის მიმართ იქნა გამოთქმული პრეტენზია, რომ ის აძლევდა ცრუ ჩვენებას და ამის საფუძველზე გააძევა სასამართლო გიორგი ტერიშვილი. მე მესმის, რომ შეიძლება სხდომაზე იყოს რაღაცა გაურკვევლობები, მაგრამ სასამართლომ სამჯერ უნდა გაითვალისწინოს იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არაერთხელ უნდა აწონ-დაწონოს, თუ ვის აძევებს. ეს არ არის დამსწრე პირი, ეს არის პროცესის მონაწილე პირი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქმის განხილვაში. თან ეს იყო პირველი შემთხვევა, გიორგის საერთოდ ხმაც არ ამოუღია და როცა პირველი შემთხვევაა, ისიც ემოციურ დონეზე, სასამართლომ განმარტების დროს უნდა იხელმძღვანელოს სწორედ ამით", - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.