"ნასვამებმა დახოცეს ერთმანეთი" - თიანეთში მოკლულის დედის პირველი კომენტარი

07.10.21 13:44
 "ნასვამებმა დახოცეს ერთმანეთი" - თიანეთში მოკლულის დედის პირველი კომენტარი

თიანეთში მოკლული გოჩა ფირცხალავას დედა სოფელ  ჟებოტაში დატრიალებულ უმძიმეს ფაქტზე პირველ კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს. 

ქალი, რომლის ქმარიც შვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ამბობს, რომ შემთხვევისას მამა-შვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. 

სახლში ვიყავი, ვერაფერი გავაკეთე, არაფერი ვიცი, ნასვამები იყვნენ და საქმე გააფუჭეს. შვილმაც დალია, ქმარმაც და შემდეგ ვეღარ მოტვინეს, რა გააკეთეს. დახოცეს ერთმანეთი"- ამბობს მოკლული 59 წლის გოჩა ფირცხალავას დედა. 

მეზობლების ინფორმაციით, 80 წლის მამამ, 81 წლის მურად ფირცხალავამ, შვილს, 59 წლის გოჩა ფირცხალავას, დანა სამჯერ ჩაარტყა. 

მოკლული სოფელ  სოფელ ჟებოტაში მშობლების მოსანახულებლად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. კონფლიქტი კი სუფრასთან დაიწყო, რაც საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა.