რატომ არ აკრავს ,,ალმა" ქუჩებში ივანიშვილის სატირულ პლაკატებს- ,,ევროპული საქართველოს" განმარტება

07.10.21 16:02
რატომ არ აკრავს ,,ალმა" ქუჩებში ივანიშვილის სატირულ პლაკატებს- ,,ევროპული საქართველოს" განმარტება

სარეკლამო კომპანია ,,ალმას" ინიციატივას, აიკრძალოს სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრა ქუჩებში, ,,ევროპულ საქართველოში" ეხმიანებიან. ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ იმ მიზეზებს, რის გამოც ცდილობს ,,ალმა", პლაკატები არ გააკრას.

,,ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი ნონიაშვილის, ინფორმაციით, მათ პარტიასა და კომპანია ,,ალმას" შორის პირველ ოქტომბერს გაფორმდა ხელშეეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტიკური სატირის შინააარსის მქონე ბანერის გაკვრას თბილისის ქუჩებში. ხელშეკრულებას ვადა დღეს საღამოს ეწურება. ,,ალმა", რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების დაკვეთის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენით ცდილობს, არ აწყენინოს ხელისუფლებას და მოვალეობის შესრულებისგანაც თავი შეიკავოს. 

ერთის მხრივ, ეს არის საფრთხის შემცველი ნაბიჯი გამოხატვის უფლების წინააღმდეგ და პიარ სვლაა საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად. მათ თუ ასე ძალიან აწუხებდათ ეს სისხლიანი ბანერები, შეიძლებოდა თავისუფლად, როგორც კერძო კომპანიას, უარი ეთქვა. მიგვაჩნია, რომ ეს პასუხი არის უარი არა პოლიტიკურ სატირაზე, არამედ ჩვენს ბანერებზე, მათ არ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყენინონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ბანერები, ეს პოლიტიკური სატირა, სადაც ივანიშვილი ცხოველების ფერმას არის შედარებული, განათავსონ თბილისის ქუჩებში. ხვალ აქვთ ბოლო ვადა, რომ გამოაკრან ეს ბანერები, მაგრამ ისინი ცდილობენ, თავიანთი ვალდებულება არ შეასრულონ - აცხადებს ნონიაშვილი. 

რა გახდა ,,ალმას" ინიციატივის მიზეზი? ამ კითხვით ,,ტვ პირველი" კომაპანიის ხელმძღვანელობისგან პასუხის მიღებას ცდილობდა, მაგარამ მათ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

,,ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტი განიხილავს. ოპოზიცია კი აცხადებს, აღნიშნული კანონის მიღება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. 

აიკრძალოს სიძულვილის ბანერების გაკვრა დედაქალაქის ქუჩებში. სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელმაც თავად განათავსა წინასაარჩევნო პერიოდში ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი ბანერები, ახლა მსგავსი შინაარსის სარეკლამო პლაკატების გაკვრის აკრძალვას პარლამენტს სთხოვს. ინციატივა უკვე საკანონმდელო ორგანოშია.