ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ვიკიპედიაზე მამამისზე ინფორმაცია წააშლევინა

23.07.25 12:06
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ვიკიპედიაზე მამამისზე ინფორმაცია წააშლევინა

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ვიკიპედიაზე მამამისზე ინფორმაცია წააშლევინა.

ფაქტის ამსახველ სქრინშოტს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გადაცემა “რეაქციაში“ მისი ინტერვიუს შემდეგ მიიღო.

წულუკიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემას უყურა ეტყობა და დღეს დილით, 07:25 ზე, ფაქტიურად დილაუთენია (სქრინი კომენტარებში) მიმართა ვიკიპედიიდან წაშალონ მამამისზე ცნობა, რომ 20 ადამიანზე სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გამოიტანა. ანუ თეააააა, რა გიქენი თეააა, -წერს ჟორჟოლიანი.

ყოფილი კულტურისა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მასთან ერთად ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმიშვილი.

წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, "20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი", "ქართული ოცნების" ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა.