ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურა სინდისის პატიმრების საქმეზე, მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ცდილობს
სინდისის პატიმრების პროცესი გრძელდება - პროკურორებმა ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებულების წინააღმდეგ სამართლოში ხმოვანი ვიდეო ჩანაწერი მიიტანეს და ამტკიცებენ, რომ ბრლდებულები გადატრიალებას აწყობდნენ თუმცა, მსგავსი ვიდეო ადვოკატებს თვეების განმავლობაში საქმის მასალებში არ უნახავთ.
ფაქტი სხდომაზე უფლებამცველების პროტესტის მიზეზი გახდა.
მაშინ როცა გამომძიებელ ლევან ბასილაძეს, რომელმაც სინდისის პატიმრების საქმეში ვიდეომტკიცებულებები შეისწავლა, ბრალდების მხარე კითხვებს უსვამდა, პროკურორმა გადაწყვიტა, რომ 14 წუთიანი ვიდეო ეჩვენებინა, რომელსაც, ხმა ჰქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მანამდე საქმის მასალებში არსებულ ვიდეოს, ხმა არ აქვს.
ყველა ადვოკატმა მოსამართლესთან საკუთარი კომპიუტერი მიიტანა, სადაც კარგად ჩანს, რომ მათთვის პროკურატურის მიერ გადაცემულ ვიდეო ჩანაწერებს ხმა არ აქვს. ამიტომ, მათ მოითხოვეს, სასამართლოს დედანიდან ამოღებულიყო ვიდეო მტკიცებულება და ისე მომხდარიყო წარდგენა.
მას შემდეგ, რაც ადვოკატების პოზიცია დაფიქსირდა, პროკურატურამ კითხვა ჩახსნა და განაცხადა, რომ აღარ გამოიკვლევდა ვიდეოს.
დაცვის მხარე დედანის გამოთხოვას აპირებს სასამართლოდან, რადგან არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ სხვა პროცესისთვის მიაწოდოს ხმოვანი მასალები და ჩანაცვლება მოხდეს.
პროკურატურას სურდა მოწმისთვის წარედგინა საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ეხება ზვიად ცეცხლაძეს, თუმცა, დაცვის მხარისთვის გადაცემულ ასლებში, ამ ვიდეომასალას ხმა არ ჰქონდა, საპროცესო წესია, რომ მოწმისთვის მტკიცებულებების წარდგენა ხდება საქმეში არსებული დედნიდან, ვინაიდან, მე რა მაქვს ლეპტოპში ან ფურცელზე, შესაძლოა, ეჭვის საფუძველი გახდეს. არსებისბ ვარაუდი, რომ თუ ეს პროცესი გაიწელა და დღეს არ მოხდა ამ საკითხის გამოკვლევა, ბუნებრივია ამ დისკის ჩანაცვლებაც შესაძლოა მოხდეს, თუმცა პროკურორი ჯიუტად ეწინააღმდეგება საქმის დედნიდან ვიდეომტკიცებულების წარდგენას, შესაძლოა იმის შიშით, რომ იქაც ხმა არ გააჩნდეს ვიდეოს და მთელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ ვიდეოზე დაყრდნობით არის ჩატარებული, აღმოჩნდეს ფალსიფიცირებული ,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
დიდი ხანია ვიცოდი ამ ვიდეოს შესახებ და ისიც, რომ ხმა არ ჰქონდა და ველოდებიდი, რომ ბრალდების მხარე მოვიდოდა და უტიფრად იტყოდა, რომ მას სხვა ვიდეო აქვს. რეალურად, დაცვის მხარეს გადასცეს სხვა მასალა, შინაარსოვირვად ხმა იქ არ არის და ახლა სურდათ სხვა ვიდეოს ჩართვა. ამის გამო მოვითხოვე, რომ გამოიკვლიონ დედანი და არ მივეცი ბრალდების მხარეს შესაძლებლობა თავისი ლეპტოპიდან ჩაერთო ყოვლად გაურკვეველი ვიდეო მასალა. მე მოვითხოვ, რომ თუ ეს ვიდეო ჩაირთვება, სასამართლოში შეტანილი,დ ალუქული პაკეტიდან გაიხსნას და იქიდან მოხდეს დათვალიერებაც და კითხვების დასმაც, - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
სავარაუდოდ, ცოტა ხანში დალუქული ვიოდეჩანაწერის გამოკვლევა მოხდება, რომელიც დაცვის მხარემ მოითხოვა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ პოზიცია შეცვალა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, აქვს თუ არა ვიდეო მასალას ხმა.