“პირველების“ ინტერვიუ ქალთან, რომელიც ავთანდილ წულუკიანის მიერ გამოტანილ ერთ-ერთი განაჩენის დეტალებზე საუბრობს

23.07.25 14:25
“პირველების“ ინტერვიუ ქალთან, რომელიც ავთანდილ წულუკიანის მიერ გამოტანილ ერთ-ერთი განაჩენის დეტალებზე საუბრობს

ინტერვიუ ქალთან, რომელიც მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის მიერ გამოტანილ ერთ-ერთ განაჩენის დეტალებზე საუბრობს.

ზიზი ტატიშვილი კორნელი ჩალაძის მკვლელობის ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ საქმეზე  დაკავებულ გიორგი გოგიჩაიშვილს ავთანდილ წულუკიანმა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

ტატიშვილის თქმით, ამ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, მას ჩალაძის ოჯახი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სახელმწიფომ მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი შეცვალა და ამტკიცებენ, რომ გოგიჩაიშვილი ცოცხალია. თუმცა, როდესაც მოითხოვა, მიეცათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფება გოგიჩაიშვილი, ამაზე ჩალაძის ოჯახმა აღარ უპასუხა.

ტატიშვილი ჰყვება, ვინ იყო გოგიჩაიშვილი, რატომ ჰქონდა დაპირისპირება საკუთარ კოლეგასთან და როგორ მოხდა ჩალაძის მკვლელობა.

თათბირის დროს, მან ძალიან ცუდი სიტყვებით მიმართა, მან ვერ აიტანა ეს პირდაი შეურაცხყოფა, გამოვიდა ეს 28 წლის ბიჭი, მაშინ თანამდებობის პირი, თუმცა, რაღაც პერიოდში გადაუტრიალდა, შებრუნდა უკან და ესროლა და მოკლა ეს ჩალაძე. მოხდა ტრაგედია, დაინგრა ოჯახი, ამ გოგოს მაშინვე მისცა აშშ-ის საელჩომ ვიზა, გაიქცა ქვეყნიდან. მაშინვე ამბობდნენ, რომ შეუცვალეს მუხლი, მაგრამ წულუკიანის მამას ეს მუხლის შეცვლა რითი ამართლებს? არ გაითვალისწინა, რომ ეს ბიჭი იყო დასტრესილი, ლტოლვილების ოჯახიდან, პატარ შვილი ჰყდავ, რომ მოკლა ეს ადამიანი, არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ აფექტის დროს, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენეს და შური იძია. ხომ შეიძლებოდა ამის გათვალისწინება, მაგისი ოჯახი მაგას ლაპარაკობდა, რომ არ იყო დასახვრეტი. განა ეს ადამიანი დამნაშავე არ არის, ამას არავინ ამბობს, მაგრამ არ იყოდ ასახვრეტი. თუ სახელმწიფომ შეუცვალა მას განაჩენი, ეს წულუკიანს არ ამართლებს,- ამბობს ზიზი ტატიშვილი.

ავთანდილ წულუკიანის შესახებ ინფორმაცია ვიკიპედიაში, ჯერ კიდევ დილით, 10:30-მდე იძებნებოდა, სადაც ეწერა, რომ ის იყო მოსამართლე, ვისაც ყველაზე მეტი სიკვდილით დასჯის განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. თუმცა, მოგვიანებით ინფორმაცია განახლდა, კორექტირება მოხდა და დაიწერა, რომ ის იყო იურისტი, ბოლოს კი ავთანდილ წულუკიანზე ინფორმაცია საერთოდ გაქრა.