"მადლობა ბრძოლისთვის"- მოსამართლე ცაცუას და იმ პატიმარს მიმართავს, რომელიც მისივე ძმამ ციხეში გაუშვა

23.07.25 14:50
"მადლობა ბრძოლისთვის"- მოსამართლე ცაცუას და იმ პატიმარს მიმართავს, რომელიც მისივე ძმამ ციხეში გაუშვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა, სამოქალაო აქტივისტს,  ქეთა დაუდიშვილს, რომელიც მისმა ძმამ ციხეში გაუშვა, წერილით მიმართავს და ბრძოლისთვის მადლობას უხდის.

ელენე ცაცუა ქეთა დაუდიშვილის ამხნევებს და ეუბნება, რომ “გვირაბის ბოლო სინათლეა და თავისუფლება გველოდება.“

გამხნევდი და გაძლიერდი. შენ სწორ გზაზე დგახარ! ყველაფერი მაგრად იქნება,- წერს ცაცუა.

ძვირფასო ქეთა, ვცდილობ სანუგეშო მოგწერო რამე, იმ უსამართლობის ფონზე, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება. გულწრფელად გეტყვი: პირველად შენი ცრემლები რომ ვნახე, სულით ხორცამდე შევძრწუნდი, დამიჯერე, ყველაფერს ზუსტად ისე განვიცდი, როგორც შენ ახლა, საკანში ყოფნით. მე ვიცი, როგორ გიყვარს ეს ქვეყანა, და როგორ იბრძვი უეკთესი ევროპული მომავლისთვის. ძალიან არ მინდოდა შენ ასაკში ამდენი უსამართლობა გამოგეცადა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საქართველოსთვის რომ ვიტანთ ამ ყველაფერს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ გვირაბის ბოლო სინათლეა და თავისუფლება გველოდება. ამიტომ გამხნევდი და გაძლიერდი. შენ სწორ გზაზე დგახარ! ყველაფერი მაგრად იქნება. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, მადლობა ბრძოლისთვის, სიყვარულით ე.ც“,- წერს ელენე წერილში.

23 წლის ქეთა დაუდიშვილი, რომელსაც მანდატურმა შეურაცხყოფის მიყენების გამო უჩივლა, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ციხეში გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ელენე ცაცუა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ საბა ბაღდავაძესაც დახვდა  იზოლატორთან. 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საბა ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.