არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი მესამე დღეა შიმშილობენ- ისინი ობიექტურ გამოძიებას და პროცესებზე მედიის დასწრებას ითხოვენ

23.07.25 16:12
არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი მესამე დღეა შიმშილობენ- ისინი ობიექტურ გამოძიებას და პროცესებზე მედიის დასწრებას ითხოვენ

სინდისის პატიმრებმა, არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა, მესამე დღეა, მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს. ორივე მათგანი ამჟამად ერთ საკანში არიან მოთავსებულები. 

ისინი ითხოვენ, მიეცეს მედიას პროცესების გაშუქების შესაძლებლობა და მათ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

არტემ გრიბული ციხიდან გამოგზავნილ წერილში მასთან ერთად დაკავებული ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებითაც საუბრობს და წერს რომ, ქალთა ციხეში ის პრაქტიკულად არაადამიანურ პირობებშია.

პატიმრებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჩეჩინის მეუღლე ამბობს, რომ ანტონს მძიმე დიაგნოზი-თავში კისტა აქვს, შესაბამისად, მას განსაკუთრებული მკურნალობას სჭირდება და როდესაც, მშრალ შიმშილობას აცხადებს, ბუნებრივია რისკი იზრდება.

ნორმალურ ქვეყანაში, მარტო იმ მტკიცებულებით უნდა გათავისუფლებულიყო, საიდანაც ირკვევა, რომ, პატაკის მიხედვით, ჩხრეკა მოხდა მაშინ, როცა მათ ამისი უფლება არ ჰქონდათ, ჯერ გაჩხრიკეს და შემდეგ მოიპოვეს უფლება, რაც დაუშვებელია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან შიმშილობა გადაწყვიტა. მშრალი შიმშიობა ნიშნავს იმას, რომ წყალსაც არ იღებს, ნამდვილად არ ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა და როგორ იქნება. მეორე მიზეზია, რომ მედიას არ ასწრებენ პროცესებს. ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა წერილი, სადაც აღწერილია, რა მოხდა 2 სასამართლო პროცესის წინ, როდესაც თარჯიმანი, ვითომ ნეიტრალური, შორენა ტაბატაძე დაიკითხა. ანტონმა შენიშნა, რომ კამერები ჭერისა და კედლისკენ იყო მიტრიალებული. მთავარი ცრუ მომწე იყო ეს და გვინდოდა მისი მიკ~მიები გფამოგეყენებინა, თუ როგორ ნერვიულობდა, რათა შემდეგ სტრაბურგისთვის გამოგვეყენებინა, თუმცა, არც დარბაზი შეცვალეს და არც კამერებს უშველეს,- განაცხადა  ჩეჩინის მეუღლემ, მანანა სამხარაძემ.

გრიბულის შიმშილობის მიზეზი ის უსამართლობაა, რომლის მსხვერპლიც ის ხდება, მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ მას ნარკოტიკი ვიდეო კამერების წინ ჩაუდეს, შემდეგ ეს ჩანაწერი წაშალეს და არ დაურთეს საქმეს, ასევერ, არც დაცვის მხარეს მისცე საშუალება, რომ გამოეთხოვა და გამოეკვლია ეს მტკიცებულებები. მისი მოთხოვნ არის ერთადერთი, მას სურს სამართლიანი სასამართლო განხილვა, რომელიც აუცილებლად იმას დაადასტურებს, რომ უდანაშულოა, - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, 24 წლის არტემ გრიბული კრიმინალურმა პოლიციამ 17 დეკემბერს, 31 წლის ანასტასია ზინოვკინასთან ერთად დააკავა. მათ წინააღმდეგ აღძრული მუხლი ქართული კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო, 26 წლის ანტონ ჩეჩინი საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.