ზურაბ ცეცხლაძე საქმის მასალებიდან იმ უხმო ვიდეოს ამოღებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ წარადგინეს

23.07.25 17:38
ზურაბ  ცეცხლაძე საქმის მასალებიდან იმ უხმო ვიდეოს ამოღებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ წარადგინეს

14 წუთიან აუდიო ჩანაწერს, რომლის საფუძელზე ზვიად ცეცხალძეს სახელმწიფო  გადატრიალების  მცდლეობას ედავებიან- აღმოჩნდა რომ ხმა არ აქვს. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

როგორც ცეცხლაძის მამა ამბობს, მისი შვილის წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ აქვთ და უხმო ვიდეო, რომელსაც ხმა მხოლოდ პროკურორის ვერსიაში აქვს, უნდა ამოირიცხოს საქმის მასალებიდან.

მთავარი მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც, ზვიად ძლადობრივი ჯგუფების ორგანიზებას ედავებიან, ხმა არ ანუ პროკურორი ამბობს, რომ მასთან არსებულ დისკში ხმა აქვს, ადვოკატებისთვის და სასამართლოში გაგზავნილ ეგზემპლარს ხმა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მტკიცებულება არ აქვთ, ზვიადის წინააღმდეგ და ის, რაც არის წარდგენილი, უხმო, ვფიქრობ, ამორიცხულ უნდა იქნას, როგორც არასათანადო და არასრულყოფილი მტკიცებულება, -განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ზვიად ცეცხლაძის საქმეში პროკურატურამ მთავარ მტკიცებულებად ისეთი ვიდეო ჩადო, რომელსაც ხმა არ აქვს.  (საუბარია „დაფიონის” facebook-გვერდიდან ჩამოტვირთულ 14-წუთიან ვიდეოზე). 

დღეს სინდისის პატიმრის საქმეზე  მოწმე ლევან ბასილაძე გამოიკითხა, ეს არის პირი, ვინც ამბობს, რომ ვიდეოს კომენტარები დაათვალიერა და დათვალიერების ოქმს დაურთო.

სწორედ მოწმის დაკითხვისას პროკურორს სურდა, რომ მისთვის ჩაერთოთ  ვიდეო, სადაც ხმები ისმოდა, თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაცვის მხარისთვის გადაცემულ ვერსიაში 14 წუთიან ვიდეოს ხმა არ აქვს. 

საბოლოოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ ჰქონდა თუ არა საქმეში ჩადებულ ვიდეოს ხმა,  დალუქული, დისკზე ჩაწერილი ვიდეო გასხსნა, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ ჰქონდა.