სინდისის 11 პატიმრის საქმე- მოწმე ამბობს, რომ ბრალდებულებს საერთოდ არ იცნობს და არც დაუნახავს
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ 11 პირის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე გდდ-ის თანამშრომელი, დავით ზეგარდელი დაიკითხა.
მისი თქმით, აქციაზე პირველ დეკემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც მიიღო დაზიანება.
ისროდნენ ქვებს, პიროტექნიკას, ლაზერებს გვანათებდნენ. ფარებით ვიცავდით თავს. ქვა მომხვდა თვალის მარჯვენა მხარეს, წარბთან. გამისკდა. პირველადი დახმარება აღმომიჩინეს ადგილზე, შემდეგ გადამიყვანეს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ვინ ესროლა ქვა, არ დაუნახავს.
რაც შეეხება ბრალდებულების მიმართ პრეტენზიას, აღნიშნა, რომ: „მე როგორც ვთქვი, არ ვიცნობ [ბრალდებულებს] და საერთოდ, თუ დამნაშავეა და დაუდასტურდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, დანაშაულის შემთხვევაში, პასუხი ყველამ უნდა აგოს... ამ პიროვნებებს საერთოდ არ ვიცნობ და არც დამინახია
მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ნომერი მინიჭებული და სხვა მოწმეებისგან განსხვავებით, ის იწრმუნებოდა, რომ ნომერი მინიჭებულიმხოლოდ იმისთვის ჰონდა, რომ ფორმა არ დაეკარგა და ნომრის შესახებაც მხოლოდ მან იცოდა.
ადვოკატი: ვიდეოში მესამე კაციცაა, არის თუ არაექსპერტეს კაცები რაიმე შემხებლობაში ამ დანაშაულთან, მესამე მამაკაცს, ამ ვიდეოდან გამომდინარე, რაიმე დანაშაული აქვს ჩადინილი?
მოწმე: დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა მხოლოდ ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის შემთხვევაში.
ადვოკატი: დათვალიერების ოქმში წერია, რომ მესამე პირი საუბარში ერთვება და ამბობს, რომ ახალ წლამდე მოვითნმინოთო, ვინ არის ეს მესამე პირი? ჩართულია თურმე და უნდა რომ მოესწროს.
მოწმე: გამოძების შედეგად ვინც დადგინდა, ესენია
ადვოკატი: ამ ემსამე პირის დასადგენად, რაიმე ჩაატარეთ?
მოწმე: ჩემს მიერ არა, მე ჩავატარე ვიდეოთვალიერება.
ადვოკატი: იცით თუ არა, როგორ იღებდნენ ამ ჩანაწერს, იცოდნენ ბრალდებულებმა რომ იღებდნენ?
მოწმე: არ ვიცი.
ექსპერტიზას უნდა დაედგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის ავთენტური, რადგან, წინა პროცესზე, ექსპერტმა დააადასტურა, რომ აღნიშნულ ვიდეოზე, კონკრეტული ზემოქმედებებია განოხრციელებული. შესაბამისად, არსებული ვიდეო მასალა ორიგინალი არ არის და არის დამონტაჟებული. ადვოკატებს არაერთი შეკითხვა გვქონდა, თუ სად ინახება ორიგინალი ვიდეო და ამაზე პასუხი არ არის, - ამბობს ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.