"ხელბორკილები 5 შვილის დედას დაადეს" - ჯამში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას 4 პირი დააკავეს
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების გამოსახლება გრძელდება. ადგილზე დილიდან მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანი.
- როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებულები. მუხლი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შენობის შიდა სივრცეში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით დაააკავა, 5 შვილის დედა, ნათია გაფრინდაშვილი.
დააკავეს 5 შვილის დედა, ხალხმა თავდაპირველად მისი დაკავების უფლება არ მისცა სამართალდამცავებს, მაგრამ უკნიდან გააპარეს - მძევალია?! ეს არის ჩვენი პოლიციის სახე.
ქალს 2 წლის ტყუპები ჰყავს, ყველაზე უფროსი შვილი 13 წლისაა. ვეხვეწებოდით, არ წაეყვანათ, თუმცა ამათ ქვის გული აქვთ. ქალი უკნიდან გააპარეს, გეგონება, ნარკო-დილერი იყოს"- აცხადებენ დევნილები.
თვალჭრელიძეზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით კომენტარი გაააკეთა თბილისის მერმა - კახა კალაძის თქმით, "მერია არაფერ შუაშია".
მისი თქმით, "ეს კერძო საკუთრებაა და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა".
კალაძემ დღეს დაადასტურა, რომ ქირით გადასვლა მხოლოდ 9 ოჯახს შესთავაზეს. მერის თქმით, ცხრავე მათგანი ტბილისშია რეგისტრირებული:
"მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნინიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და
სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება", - ამბობს კალაძე.
„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბიბს, რომ "საკუთრების უფლებასაც დაცვა სჭირდება".
მისი თქმით, შენობაში ადამინების ყოფნა უსაფრთხო არ არის.
მისი თქმით, ყოფილი ფაბრიკის შენიობის მდგომარეობა არ იძლევა უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას:
„მეორე ფაქტორი – ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს დაცვას. რაც შეეხება საკითხს, როგორი იქნება შემდგომში ნაბიჯები, მე შემიძლია ვისაუბრო დევნილთა მიმართებაში. რაც შეიძლება ითქვას, ყველა მოქალაქე ვინც იქ იმყოფება, არ არიან დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში, არის 58 რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია მთლიანად იქ შესული ადამიანების და მათგან, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში, სახელმწიფოს აქვს საცოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით, ვალდებულება შესრულებული“,- ამბობს სარჯველაძე.
თვალჭრელიძეზე ამ წუთებში ვითარება დაძაბულია და გამოსახლეობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე 4 პირი დააკავეს.