გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე - პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

24.07.25 17:31
გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე - პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების გამოსახლება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ხეზე იყო ასული და პროტესტის ნიშნად გადმოხტომით იმუქრებოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. ასევე რამდენიმე წუთის წინ ადგილი ჰქონდა ერთი პირის დაკავების მცდელობას, თუმცა კაცმა გონება დაკარგა და მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარებას მოუწია. 

ხმაური მიტოვებული ქარხნის შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს. უსახლკაროდ დარჩენილები ეჭვობენ, რომ გამოსახლების შემდეგ ადგილზე დემონტაჟის სამუშაოები დაიწყება. 

შენობის დაცლის პროცესს საკუთარი თვალით უყურებს ქარხნის მეპატრონეც, აზერბაიჯანის მოქალაქე, აბულფაზ მელიკოვი

არის ერთი გარემოება, ბიზნესმენის გამოჩენის შემდეგ, ადგილზე გამოჩნდნენ ნიღბიანი პირები, რომლებიც დაცლილ ტერიტორიაზე გადადგილდებიან. 

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიერ შენობიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობს.

მაცხოვრებლების ნაწილის ცნობით,  მერიამ შენობაში შესახლებულთაგან ,ხოლოდ 9 ოჯახს 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა.

რამდენიმე მოქალაქე შენობაში რჩება და მოითხოვს გამოსახლების პროცესის შეჩერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, შენობიდან გადმოხტებიან.

აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.

საპოლიციო ძალებმა დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე მინიმუმ 5 პირი დააკავა.