სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების წინაშე მართალი და არც ახლაა-ნონა ქურდოვანიძე

24.07.25 18:38
სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების წინაშე მართალი და არც ახლაა-ნონა ქურდოვანიძე

თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “ამ პროცესში სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების წინაშე მართალი და არც ახლაა.“

ქურდოვანიძე ამბობს, რომ დევნილების მასშტაბური გამოსახლებები წლების განმავლობაში არაერთხელ დაუმონიტორინგებია და ყოველთვის ერთიდაიგივე არგუმენტები იყო- “შენობას სხვა მესაკუთრე ჰყავს, დევნილი “შეჭრილია" შენობაში და ა.შ.“

საიას თავმჯდომარე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს და წერს, რომ “არ შეიძლება დევნილობის ამდენი წლის მანძილზე მათი საცხოვრისის პრობლემა ისევ მოუგვარებელი იყო“.

დევნილების მასშტაბური გამოსახლებები წლების განმავლობაში არაერთხელ დამიმონიტორინგებია და ყოველთვის ისმოდა არგუმენტები, რომ შენობას სხვა მესაკუთრე ჰყავს, დევნილი ,,შეჭრილია" შენობაში და ა.შ. 
ამ პროცესში სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების წინაშე მართალი და არც ახლაა. არ შეიძლება დევნილობის ამდენი წლის მანძილზე მათი საცხოვრისის პრობლემა ისევ მოუგვარებელი იყოს და სათანადო საცხოვრებლისთვის ბრძოლა ამ დრომდე უწევდეთ,-წერს ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, რომ დილიდან თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიცია ძალადობრივად ასახლებს დევნილებს და სოციალურად დაუცველებს, დაკავებულია 4 მოქალაქე. მოსახლეობა ადგილზე დარჩენას ღამეც გეგმავს, რადგან, მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.