გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე, დაკავებული ადამიანები და ბავშვები ღია ცის ქვეშ - შენობას ნიღბიანები აკონტროლებენ

24.07.25 20:07
გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე, დაკავებული ადამიანები და ბავშვები ღია ცის ქვეშ - შენობას ნიღბიანები აკონტროლებენ

თვალჭრელიძის პირველ ნომერში ისევ ტრაქტორები შეიყვანეს. მალე შენობებს სავარაუდოდ, მიწასთან გაასწორებენ. მიიტანეს ღამის განათებებიც. ნგრევის დასაწყებად სავარაუდოდ  დაბნელებას ელოდებიან. შენობაში ამ დრომდე რჩებიან ბავშვები და ქალები. სამ შენობას, სადაც წლებია დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობდნენ, ნიღბიანები და პოლიცია აკონტროლებს.

თვალჭრელიძის პირველ ნომერში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეიუვანეს და შენობის ნგრევის დაწყება სცადეს. მძიმე ტექნიკას და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს წინ ხალხი გადაუდნენ და ყველანაირი ხერხით ცდილობდენ 200-მდე ოჯახისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევის უფლება არ მიეცათ.

პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორნენ მრავლშვილიან მამებს და რამდნეიმე პირი ძალადობრივად ადგილზევე დააკავეს. პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი ახალგაზრდა კაციც, რომელიც, ხეზე ავიდა და მეოთხე სართულის საიმღლიდან გადმოხტოვმით იმუქრებოდა თუ კი შენობის ნგრევას დაიწყებდნენ, მას 300 ლარიანი ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. დაკავებულებს შორის არის 5 შვილის დედაც, რომელიც შენობის უკანა პერიმეტრიდან გაიტაცეს.

ვარკეთილში კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, აღსრულების ბიუროსთან ერთდ დღეს დილიდან გამოჩნდა. ალყაში მოაქციეს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარება 5-ვე შენობა, აქ დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობდნენ, შენობა კერძო საკუთრებაა თუმცა ხალხი ამბობს რომ სხვა წასასველი არსად აქვთ. აღსრულების ბიურომ შენობიდან მოქლააქეების პირადი ნივტები გამოიტანა. არასრულწლოვნებს სახლებიდან გამოტანილ ავეჯზე დღეს ღია ცისქვეშ ეძინათ. ქუჩაში დარჩნენ პენსიონერები, დევნილები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც.

რას სთავაზობს სახელმწიფო უსახლკარო მოსახლობას? - ოფიციალური უწყებები ირწმუმებიან, რომ მოქალქეებს, რომლებიც კერძო საკუთრებაში უკანონო შეიჭრნენ ქირითი გადაიყვანენ, მათი საცხოვრებლთ დაკმაყოფილებაზე კი მსჯელობა შემდეგ წარიმართება, თუმცა მოსახლოება ამბობს, რომ მერია და ჯანდაცვის სამინისტრო ქირის საფასურის დაფარვას, მხოლოდ სამი თვით განმავლობაში პირდებიან, ამის შემდეგ კი ისევ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. 

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.