საბა სხვიტარიძის საქმეზე შეცვლილი ბრალი და სინდისის პატიმრების პასუხი ირაკლი კობახიძეს - რა ხდებოდა დღეს სასამართლოში

24.07.25 20:20
საბა სხვიტარიძის საქმეზე შეცვლილი ბრალი და სინდისის პატიმრების პასუხი ირაკლი კობახიძეს - რა ხდებოდა დღეს სასამართლოში

თითქმის 8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ პროკურატურამ უკან დაიხია - სახელმწიფო ბრალდება საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმას აღარ ედავება. 

ახლა პროკურატურა სხვიტარიძეს ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება, მუხლი რითაც მას გასამართლებას უპირებენ 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძის დედისთვის შვილის პატიმრობის რვავე თვე უმძიმესი იყო. განსაკუთრებით იმ ფონზე რომ საბა ძალოვანების მხრიან წამებისა და არადამინური მოპყრობის შესახებ საუბრობს, თუმცა მისი საქმე თაროზეა შემოდებული

სხვიტარიძის საქმეზე განგაშის სიგნალი აქვს ჩართული "ამნესთი ინთერნეიშენალსაც". საგანგებო განცხადებაში მოუწოდებენ "ოცნებას" მიუკერძობელი  გამოძიება ჩაატარონ. ობიექტური არც გამოძიების და არც  სასამართლოს იმედი არ აქვთ სხვიტარიძეებს, რაგან აცნობიერებენ რის გამო სჯის "ოცნება" ახალგაზრდებს.  მათ  პოზიციას ამყარებს ირაკლი კობახიძის გუშინდელი აღიარებაც.

კობახიძეს დღეს სასაამრთლო დარბაზიდან მიმართა დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ და პირდაპირ უთხრა, რომ  მისი განცხადებებით ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. სამართლებრივი ცოდნა დაუწუნა დღეს "ოცნების" პრემიერს იუმორისტმა ონისე ცხადაძემაც. 

11 პირის სასამართლო პროცესზე დღეს დაზარალებულ სპეცრაზმელებს მოუსმინეს. მათი გამოკითხვის შემდეგ კი დადგინდა რომ აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის შესახებ ბრძანება ვისგან მოდიოდა არავინ იცოდა.

სასამართლოში მოყვანილი ბრალდების ყველა მოწმე ერთსადა იმავეს იმეორებს, ყველა უპირობო ნდობას უცხადებს გამოძიებას და ყველა ამბობს რომ სასამართლო თუ გადაწყვეტს ბრალდებულების მიმართ პრეტენზია ექნებათ.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.