ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ე.წ. “უშიშროების საბჭოს” სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია.“
გუნბამ “უშიშროების საბჭოს” სხდომა ოკუპირებული რეგიონის “სახელმწიფო საზღვრების“ მახლობლად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის მასობრივ თავდასხმას ეხებოდა.
ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით “ძალოვანი სტრუქტურების” ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია მოისმინა.