თამთა მიქელაძე: 3 პირი მცხეთის იზოლატორშია, 5 შვილის დედა კი ხელწერილით გაათავისუფლეს
თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული 4 პირიდან-3 მცხეთის იზოლატორშია გადაყვანილი, ერთი კი, 5 შვილის დედა, ხელწერილის საფუძველზე გაატავისუფლეს, - ამის შესახებ „სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დაკავებულებთან ოგანიზაციის ადვოკატი მიდის, რათა მათ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.
ადგილზე ჩვენი ადვოკატები მუშაობდნენ, ახლა დაკავებულებთან მიდიან, 3 პირი მცხეთის იზოლატორშია გადაყვანილი, რაც შეეხება ქალბაონს, 5 შვილსი დედას, ის ხელწერილით გაათავისუფლეს,- განაცხადა მიქელაძემ.
რაც შეეხება საქმეს- მიქელაძე ამბობს, რომ ბევრი ფაქტობრივი გარემოებაა დასაზუსტებელი, თუმცა, ფაქტი ერთია, რომ “გამოსახლება ძალიან მიძმე ფორმებით მოხდა.“
რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტობრივი გარემოება დასაზუსტებელია, ბევრი ინდივიდუალური გარემოება არსებობს კონკრეტულ ოჯახებთან მიმართებით, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები შემდგომში საკუთარი მიზნებისთვის იყნებენ, როგორც ვალიდაციას, რომ ვიღაცებს სახლი ჰქონდათ, არ ეკუთვნოდათ ცხოვრება და ა.შ. აშკარაა, რომ ეს იყო დიდი დასახლება, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან, სახელმწიფოს ინფორმაციით, 53 დევნილი ოჯახი იყო და ამათგან 24 ოჯახი იყო დაკმაყოფილებული საცხოვრისით, 29 ოჯახს აქვს მიმართვა, აქედან მხოლოდ 6 დაკმაყოფილდა. ამის გარდა აქ ცხოვრობდნენ სოციალურად დაუცველებიც.
ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ფორმებით მოხდა გამოსახლება. მაცხოვრებლებთან უნდა ამოწურულიყო მოლაპარაკებების და შეთანხმების რეჟიმი. გამოსახლების მანერა მნიშვნელოვანია, რომელიც ღირსების შემლახავი და ადამიანის უფლებების დარღვევასთან იყო კავშირში,- თქვა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დილიდან თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიცია ძალადობრივად ასახლებად დევნილებს და სოციალურად დაუცველებს, ადგილზე დააკავეს 4 მოქალაქე. მოსახლეობა ადგილზე დარჩენას ღამეც გეგმავს, რადგან, მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.