ვის ეკუთვნის შენობა თვალჭრელიძის ქუჩაზე, საიდანაც ხალხი დღეს ძალის გამოყენებით გამოყარეს
შენობა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საიდანაც ხალხის გამოსახლება იძულებით მიმდინარეობს, ახლა აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ეკუთვნის. მასზე ქონება 2023 წლის ბოლოს გადაფორმდა. მანამდე კი ამ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარიტშვილის ოჯახი ფლობდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ამ ტერიტორიის მფლობელი, კომპანია შპს "ბლექ სი ფროფერთია". ამ კომპანიას კი 2023 წლის 28 დეკემბრამდე, შპს "აგრეგატი სმარტ დეველოპმენტი" ფლობდა. თავის მხრივ კი ეს კომპანია "სმარტ კაპიტალ გრუპს" ეკუთვნის, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტებით დგინდება, რომ თვალჭრელიძის პირველ ნომერში, ამ ტერიტორიის მფლობელი 2023 წლის 28 დეკმებრამდე სწორედ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. კომპანია "ბლექ სი ფროფერთი“ აზერბაიჯანელ ბიზნესმნეზე 2023 წლის დეკემბერში გადაფორმდა, იმ დროს კი იქ უკვე ცხოვროვბდნმენ უკანონოდ შეჭრილი მოქლაქეები.
დოკუმენტების თანახმად ნასყიდობის ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ახლა ჩნდება კითხვა, ტერიტორია რეალურად გაიყიდა, თუ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები საქმეში სხვა მოტივით გამოჩნდნენ.