გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები - შსს-ს მაღალჩინოსანი
გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა სერგი ბზიშვილმა "პირველებს" განუცხადა, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე იმყოფება და პირადად ადევნებს თვალს მიმდინარე გამოსახლებას.
ბზიშვილი ირწმუნება, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
პოლიციამ თვალჭრელიძის პირველ ნომერში, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, კიდევ 5 პირი დააკავა - დაკავებულებიდან 2 ადგილობრივია, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, ხოლო სამი სამოქალაქო ატივისტია.