თვალჭრელიძეზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 1 პირი დააკავა

24.07.25 21:15
თვალჭრელიძეზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 1 პირი დააკავა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 1 ადამიანი დააკავა.

არსებული ცნობებით, ის ერთ-ერთი მაცხოვრებელია, რომელიც საკუთარი ბინის დატოვებას არ აპირებდა.

ამ დროის მონაცემებით, 10-მდე ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები- გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია, რომლებიც  ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.