აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულეს
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა.
ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
თუმცა, ადგილზე კვლავ რჩება მცხოვრებთა ნაწილი, გარდა ამისა, აქ შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოსახლებულების მიმართ სოლიდარობისთვის მოვიდნენ.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირება, რის შემდეგაც 10-მდე ადამიანი დააკავეს.