შსს: თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირია დაკავებული

24.07.25 23:08
შსს: თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირია დაკავებული

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა.

პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც  პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.