თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობის ნგრევა დაიწყეს- ადგილზე მაცხოვრებლები კვლავ რჩებიან
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის ძალადობრივი გამოსახლება განხორციელდა, შენობის ნგრევა მიმდინარეობს.
ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. მათ უწევთ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ღამე ღია ცისქვეშ გაათენონ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალური ტექნიკა დღის სამი საათიდან მიიყვანეს და მისი გამოყენება ახლა დაიწყეს.
საკუთარი თვალით ვხედავთ უსამართლობას, გამოყარეს ხალხი გარეთ და წასასვლელიაც არსად აქვთ, -ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
ადგილზე მობილიზებულია ასევე საპატრულო პოლიცია.