თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

25.07.25 00:15
თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირებაა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს.

როგორც შეკრებილები ამბობენ, პოლიციელები მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და “ნახირად“ მოიხსენიებენ.

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლოება ძალადობრივად გამოასახლეს, სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და შენობის ნგრევა მიმდინარეობს.

პარალელურად ადგილზე რჩებიან მაცხოვრებლები და ის ადამაინები, ვინც მათ მხარდასაჭერად ადგილზე მივიდნენ.